„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „იმედის“ ეთერში გასულ იმ რეპორტაჟს გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო პროექტს ეხებოდა
ბიძინა ივანიშვილს თუკი რაიმე ჭარბი გავლენა აქვს, ეს არის სწორედ საქველმოქმედო ინიციატივებითა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით განპირობებული საზოგადოების განწყობა მის მიმართ - აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ, რადგან მას ქველმოქმედებას, მეცენატობას, საკუთარი ქვეყნის და ისტორიის სიყვარულს ვერ პატიობენ.
