ოლივერ ვარჰეი საქართველოში ჩამოდის
ოლივერ ვარჰეი საქართველოში ჩამოდის. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის სამუშაო ვიზიტი ხვალ იწყება. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. 14 საათზე კი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
