პრემიერ-მინისტრი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
დღესვე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის „ქეი ვოტერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. აღინიშნა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ნენსკრა ჰესის მშენებლობის დროულად დასრულება.
