პრემიერი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილი ზაქირ ჰასანოვს უკვე შეხვდა. სტრატეგიული პარტნიორობა, სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონის გამოწვევები-ამ ტემებთან ერთად საუბარი მიმდინარე წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტსაც შეეხო. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დიალოგს.
