წყალმომარაგების შეზღუდვა
ხვალ "ჯივიპი" საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ტექნიკური სამუშაოები 13.00 საათზე დაიწყება და შესაბამისად 15 ნოემბრის დღის პირველი საათიდან 16 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის მიკრორაიონებს, გიორგიწმინდას დასახლებას, ხერგიანის, ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის ქუჩებს . ვაშლიჯვრის დასახლებას, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე დიღმის მასივის კორპუსებს. "ჯივიპის" ინფორმაციით წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
