უკრაინაში აღმოსავლეთ ფრონტზე მძიმე ვითარებაა
ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, ზამთარი პრობლემებს შეუქმნის როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის სამხედრო დანაყოფებს და ფრონტის ხაზზე ვითარება შეიცვლება. მანამდე კი მძიმე ბრძოლებია დონეცკის ოლქში, სადაც მოსკოვმა ხერსონიდან გაყვანილი სამხედროები გადაისროლა.
