დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს
80 მილიონზე მეტი ქონება, გავლენა მედიაზე, პოლიტიკაზე და მონოპოლია ეკონომიკურ საქმიანობაში - ეს ის 4 კრიტერიუმია, რომელთაგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ესა თუ ის პირი ოლიგარქად იწოდება და კონკრეტულ აკრძალვებს დაექვემდებარება. მმართველმა გუნდმა ზუსტად ის მოდელი გადმოიტანა, რომელიც უკრაინაშია მიღებული. უკრაინულ მოდელზე კი პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა.
