ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონია
ყირგიზეთში გამართულ სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში მან რუსი ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, რუს სპორტსმენებს ამ ტურნირში გამოსვლის უფლება ქონდათ, თუმცა მხოლოდ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით. მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სამბისტებიდან მედალი კიდევ ორმა სპორტსმენმა მოიპოვა - დავით ლორიაშვილი ვერცხლის, პაატა ღვინიაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
