პუტინი ტანკზე - ქანდაკება ლონდონში
ტანკზე ამხედრებული პუტინის პლასტმასის ქანდაკება ლონდონის რიჯერს პარკში გამოჩნდა. ამ ჟესტით ფრანგმა მხატვარმა უკრაინაში კრემლის ლიდერის ქმედების მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა. ხელოვანი აცხადებს, რომ პუტინის ქმედება ბავშვის მხრიდან ომობანას თამაშს ჰგავს, თუმცა გაცილებით უფრო საშიშია. მნიშვნელოვანია ქანდაკების ფერიც. ის სისხლივით წითელია. ინსტალაციის ავტორი აცხადებს, რომ მსგავსი ქანდაკებებით უკრაინის ომის მიმართ ყურადღების მიპყრობას მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.
