დევიდ ლიმ გადაცემა „იმედი ლაივში“ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა
ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ლიმ გადაცემა „იმედი ლაივში“ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ევროკავშირის ყოფილი ელჩი, კარლ ჰარცელი მას თანამდებობიდან წასვლას, ევროპარლამენტარ კუბილიუსის მითითებით აიძულებდა. წინააღმდეგობა დევიდ ლის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პოსტებს მოჰყვა. ელჩის მოადგილესთან საუბარი კი, ლის თქმით, ჩაწერილია, და არსებობს მტკიცებულებები. დევიდ ლის ხმაურიანი განცხადება შეაფასეს მმართველ გუნდში.
