საქართველოს პირველი პირები თურქეთში მომხადრ აფეთქებას სამძიმრის წერილებით ეხმაურებიან
სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, თურქ ხალხს და მთვრობას თანაუგრძნობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
