სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც მაკა ანთიძე გაუძღვა. მაკა ანთიძემ ჟურნალისტებს „როიტერში“ მუშაობის 25- წლიანი გამოცდილება გაუზიარა. მედიის წარმომადგენლებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, პოლიტიკისა და ეკონომიკის გასაშუქებლად საჭირო ცოდნა მიიღეს. გარდა ამისა, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკა შეისწავლეს. როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას - ამ თემებზე ჟურნალისტებმა თეორიული და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.
