დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის
ახლა კი პოლიტიკურ მოედანზე გადავინაცვლოთ, სადაც რაგბის მსგავსად დაპირისპირება ხდება, მხოლოდ ერთი განსხვავებით: იქ ერთმანეთს ერთი გუნდის წევრები ერკინებიან. არაერთი დაპირების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ მართლაც მოიპოვა ვადამდელი არჩევნები, მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდიან ის ყოფილი ჩინოვნიკებიც, რომელთაც მთელი ამ აურაზურის ავტორებად მოიაზრებენ. რა თქმა უნდა, საუბარია დავით კეზერაშვილზე და ახლა უკვე ვანო მერაბიშვილზეც. მოედნის მეორე მხარეს ნიკა მელია დგას, როგორც ამბობენ, ძმები ახალაიების მხარდაჭერით. ვის დარჩება მოგებული პარტია და თავად პარტიაც, შიდა არჩევნების შემდეგ გავიგებთ. მანამდე კი თამარ შარიქაძის რეპორტაჟი ვნახოთ, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე წინასაარჩევნო მარათონზე.
