საქრთველო 19:20 სამოა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საკმაოდ დრამატული დაპირისპირება რაგბიში ეროვნულ სტადიონზე, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ მატჩების მეორე შეხვედრა სამოას წინააღმდეგ ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა. წლის ბოლო საშინაო მატჩს ლევან მაისაშვილის გუნდი დანაკლისით შეხვდა, თუმცა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ... დამარცხდა. წაგების მიუხედავად, ბორჯღალოსნები სამოასთან ურთიერთშეხვედრებში დადებით ბალანსს ინარჩუნებენ. ჩვენი ქვეყნის გუნდს კუნძულელ მეტოქესთან 3 მოგება, 2 მარცხი და 1 ფრე აქვს. ქართველი მორაგბეები ტესტების ბოლო შეხვედრას უკვე 19 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.
