ჯიქიას ქუჩის მცხოვრებლების აქცია
თბილისში, ჯიქიას ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სადარბაზოში არსებულ ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მავნე, ტოქსიკური აირები საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. კომპანია ‘პრესტოს’ დირექტორის განმარტებით კი, მათი ობიექტი არაერთხელ შემოწმდა სხვადასხვა უწყებების მიერ და დარღვევა არ გამოვლენილა.
