სკანდინავიელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებიდან წამყვან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს. ინფო ტური ავია კომპანია ეარ ბალტიკის თანაორგანიზებით იმართება. ტურის ფარგლებში ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. სკანდინავიური ტურისტული კომპანიების 16 წარმომადგენელი თბილისს, თელავს, წინანდალს, ალავერდსა და ახმეტას ეწვია. ტურ ოპერატორები ტურისტულ მარშრუტებს, ღირს შესანიშნაობებს, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს გაეცნენ, სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კერძების მასტერ კლასი.
