ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა
ბათუმმა ტურიზმი „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. ვერლდ თრეველ ევარდის“ევროპის კონკურსის შემდეგ, ბათუმმა მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. ბათუმისთვის ეს პირველი ჯილდოა, რომელიც ქალაქმა ტურიზმის ოსკარის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
