აქცია წალენჯიხაში
წალენჯიხაში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოსთან, წალენჯიხის ოპოზიციური ხელისუფლების ჯვარის გამგეობის წარმომადგენლობის ორგანიზებით აქცია გაიმართა. შეკრებილები სვანეთიდან ეგრეთ წოდებული გარბილის ჩამოტანას და ტყე კაფების გამოყოფას ითხოვდნენ. ადგილზე შეკრებილებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი მინდია ივანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმოამადგენლები შეხვდნენ. მათი განმარტებით, გარკვეული პირების მიერ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხდება, ეგრეთ წოდებული გარბილის ჩამოტანა უპრობლემოდაა შესაძლებელი და ტყე კაფებიც გამოყოფილია.
