საიუბილეო საღამო
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ლილი იოსელიანის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. საღამო რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. დიდი დარბაზის ფოიეში გამოიფინა ლილი იოსელიანის მიერ შექმნილი ჩანახატები და პორტრეტები, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. საიუბილეო საღამოზე ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „ლილი იოსელიანი“ პრემიერა. გამორჩეულმა რეჟისორმა, პედაგოგმა, პროფესორმა, აკადემიკოსმა ლილი იოსელიანმა თავისი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში.
