საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. გზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფლის მისასვლელში, სადაც ორ კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
