ნიკოლაძის ქუჩაზე კოლექტორი იწმინდება
„თბილ სერვის ჯგუფის“ სადრენაჟე და სანიაღვრე ექსპლუატაციის დეპარტამენტის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით არსებული კოლექტორების გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ამჟამად, სამუშაოები კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ კოლექტორში მიმდინარეობს, სადაც 400-ი მეტრი სიგრძის ნაგებობა სხვადასხვა ტიპის ნარჩენისგან გაიწმინდება. სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის 25 თანამშრომელი და რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.
