UNESCO-ს ახალი პროექტი
იუნესკომ „კოლხური ტყეებისა და ჭარბ ტენიანი ტერიტორიების“ პოპულარიზაციის და ეკო ტურიზმის განვითარების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთერთ კომპონენტს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში, 20-ი ადგილობრივი ახალგაზრდა, უშუალოდ ჩაერთო იუნესკოს უბნის მართვის პროცესში. ახალგაზრდები „კოლხური ტყეების და ჭარბ ტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში დასაქმდნენ, რათა დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას გაეცნონ, დაეხმარონ რეინჯერებს ყოველ დღიური მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ბილიკების კეთილმოწყობაში, ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობაში, ბუნების დაცვა შენარჩუნებასა და მონიტორინგში.
