„თანამედროვე საბანკო საქმე - თეორია და პრაქტიკა“
„შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძისა და პროფესორ გოგი კონტრიძის წიგნის „თანამედროვე საბანკო საქმე თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე და აღნიშნა, რომ „თანამედროვე საბანკო საქმე– თეორია და პრაქტიკა“ პირველად გამოიცა 2014 წელს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სახელმძღვანელო იძლევა თანამედროვე კომერციული ბანკის ორგანიზებისა და თანამედროვე საბანკო ოპერაციების განხორციელების საქმეში სრულყოფილი ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
