აშშ-ში არჩევნების შედეგებს ითვლიანნ
შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან. ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 211, დემოკრატებმა კი 203 მანდატი მოიპოვეს. სენატში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შანსები თანაბარია. მათ 49-49 მანდატი აქვთ. კონგრესის შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების გამოცხადებას შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.
