თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება
ყაზახეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი, თბილისი ბაქო ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023-ი წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. როგორც „ყაზ ინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ მინისტრმა, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ნავთობ სადენით მოხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ტენგიზ შევროილმა“ გააორმაგა ნავთობ მზიდი ავზების რაოდენობა და დაიწყო სარკინიგზო გადაზიდვა ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებებით.
