დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია
იურიდიულმა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონ პროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. პროექტი, რომელიც ევროპელი ლიდერების მიერ არის მოწონებული, ოპოზიცია იწუნებს. ნაწილი მიიჩვევს, რომ კანონ პროექტი არ ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც საქართველოსგან ბრიუსელი მოითხოვს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა პოლარიზაციაა, კანონ პროექტს კი მხარს არ უჭერენ. მმართველი გუნდი ოპოზიციის საპასუხოდ ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი რადიკალური ოპოზიციისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ისინი კლანური და ოლიგარქების ფულით იმართებიან. კანონ პროექტს მომდევნო კვირას პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.
