ნიკალას მშობლიურ სოფელ მირზაანში ფიროსმანობისთვის ემზადებიან
ნიკალას მშობლიურ სოფელ მირზაანში ფიროსმანობისთვის ემზადებიან. მსოფლიოში ცნობილი მხატვრის სახელობის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკალას ნახატების ასლები უკვე გამოიფინა. ღონისძიებები ხვალ დილიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია, როგორც კულტურული, ისე გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
