შუალედური არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს
შუალედური არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს სენატში უმრავლესობის მოპოვების თანაბარი შანსები აქვთ. ამ დროისთვის რესპუბლიკელებს 49, დემოკრატებს კი 48 მანდატი აქვთ. წარმომადგენელთა პალატაში კი ისევ რესპუბლიკელები ლიდერობენ. მათ ამ ეტაპზე 211 მანდატი აქვთ, დემოკრატებს კი 198.
