ერდოღანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივა უწოდა
რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივა უწოდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე ისაუბრა. ერდოღანი განმარტავს, რომ ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფეობთან აქტიური თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებს. თურქეთის პრეზიდენტმა, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.