ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელი ისევ იძებნება
ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელი ისევ იძებნება. ამ ხმაურიანი საქმის დეტალებზე ადვოკატმა დღეს მედიასთან ისაუბრა და განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშუალოა . უფლებადაცველი ამტკიცებს, რომ ვაჟა მელაძე კომპანიის მართვაში არ მონაწილეობდა , რაც შეეხება ბრალს მისივე ინფორმაციით საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მელაძის დანაშაულს დაამტკიცებს. გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. უწყების ცნობით, მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.
