ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიუსელში, ევროკომისრებთან გამართული მაღალი რანგის შეხვედრები შეაფასა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიუსელში, ევროკომისრებთან გამართული მაღალი რანგის შეხვედრები შეაფასა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, შეხვედრებზე განხილეს ეკონომიკის ყველა სექტორული მიმართულება და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, ასევე პროგრესი იმ სფეროებში, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და მის ინტეგრაციას უწყობს ხელს.
