სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. პირველ სხდომაზე მხარეებმა მოსამართლეს შუამდგომლობებით მიმართეს და საქმეში მტკიცებულებების დართვა მოითხოვეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა მოძრაობამ გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ვასილ ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000 - 5 000 ლარი დააკისრა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ტელეეთერებში "ცილისმწამებლური" იყო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ითხოვს უჩა მამაცაშვილის უფლებადამცველი .
