დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრი და ბიზნეს პარტნიორის იოსებ მგელაძის სახელი და გვარი, ე.წ. "ქოლცენტერბის" საქმეში ფიგურირებს
დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრი და ბიზნეს პარტნიორის იოსებ მგელაძის სახელი და გვარი, ე.წ. "ქოლცენტერბის" საქმეში ფიგურირებს. ამ შესახებ პირველად საქმის პროკურაორმა იმედის ეთერში ისაუბრა. პროკურორის ინფორმაციით, მგელაძის ოფისის გარდა, ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, საიდანაც გამომძიებლებმა სავარაუდოდ ქოლცენტრებთან დაკავშირებული მტკიცებულებები ამოიღეს. ქრონიკა იოსებ მგელაძეს დღეს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა ბიზნესმენმა ინტერვიუზე უარი თქვა. მედიას არ ესაუბრება არც მისი ინტერესების დამცველი. ამის პარალელურად კეთდება პოლიტიკური შეფასებები.
