შიდაპარტიული არჩევნების წესთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" შესაძლოა კონსულტაციები დაიწყოს
შიდაპარტიული არჩევნების წესთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში შესაძლოა კონსულტაციები დაიწყოს. ცნობილია, რომ ნიკა მელიას გარდა პარტიული თანამდებობისთვის იბრძოლებენ გიორგი ჩალაძე, გიორგი მუმლაძე, არ არის გამორიცხული პოზიცია შეცვალოს ლევან ხაბეიშვილმა და არჩევნებში ჩაერთოს. ითქვა, რომ თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების სურვილი აქვთ პეტრე ცისკარიშვილსა და ხატია დეკანოიძეს, თუმცა არც ერთი მათგანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. შეგახსნებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ბოლო რამდდნიმე დღეა, საგანგებო ბრიფინგებით ითხოვს.
