ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს არც დეოლიგარქიაზციის კანონპროექტს
ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს არც დეოლიგარქიაზციის კანონპროექტს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტის ვარიანტი უკრაინული მოდელის ანალოგია და ის ბრიუსელის მიერ არის მოწონებული. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ამ დრომდე არ არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე უარის თქმას არ აპირებს. დღეს საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით განხილავენ და იმ კრიტერიუმებს შეაჯერებენ, რომლებიც ოლიგარქის სტატუსს განსაზღვრავს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
