მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა
მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა. განათლების მინისტრმა კიტა ჩხენკელის ღვაწლსა და საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ქართველი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორის მემორიალური დაფა ციურიხში იმ შენობის ფასადზე გაკეთდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1963 წლამდე ცხოვრობდა.
