დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივასაც განხილავენ
დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივასაც განხილავენ. ცნობილია, რომ ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ამ მიზნით ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.
