დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ. საუბარი ეხება იმ კრიტერიუმებზე შეჯერებას, რომლებიც ოლიგარქის სტატუსს განსაზღვრავს. ეს კრიტერიუმებია: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენა, ბიზნეს საქმიანობა, რომელიც ბაზარზე დომინანტურია და საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტის ფლობა. მმართველი გუნდი კანონის უკრაინული მოდელით ხელმძღვანელობს.
