საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი, ლია მიქაძე გარდაიცვალა
ის ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში, თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. ლია მიქაძე ერთ-ერთია იმ ტელეწამყვანებს შორის, რომლესაც სიცოცხლეშივე საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა. ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა პრემიერ მინისტრმა.
