ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ მოსკოვის განცხადებას, უკრაინა სიფრთხილით ეკიდება
დატოვებს თუ არა მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროს პუტინის ჯარი, ამას ყურადღებით დააკვირდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის ფაქტია ცხადი, რომ რუსეთი დიდი ზეწოლის ქვეშაა. ხერსონის გათავისუფლება კიევისთვის დიდი გამარჯვება, მოსკოვისთვის კი, დიდი მარცხი იქნება.
