პრემიერი სომხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა პრემიერ მინიტრმა სომხეთის ახლად დანიშნულ ელჩთან. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის.
