შესწორებები სვენ მიქსერის ანგარიშში
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტი რეალობას აცდენილია და მას პოლიტიკური ფასი არ აქვს - ასეთია მმართელი გუნდის შეფასება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენეტი, არაჯანსაღი კომპრომისული ვარიანტია , რომელსაც ქართული მხარე არ აღიარებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს დოკუმენტი არის ერთგვარი გაფრთხილება ხელისუფლებისთვის.
