ომი უკრაინაში
დიდი ოცეულის სამიტს რუსეთის პრეზიდენტი არ დაესწრება, რუსულ დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ამასთან არა არის გამორიცხული, რომ ოცეულის წევრი სახელმწიფების ლიდერების შეხვედრაზე პუტინი ვიდეო კავშირის საშუალებით ჩაერთოს. სამიტზე ონლაინ მონაწილეობას გეგმავს ვოლოდიმერ ზელენსკი. პარალელურად საოკუპაციო ძალები სამხრეთის ფრონტზე უკან იხევენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
