"ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 5 დაკავებულს ბრალი წარედგინა
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე ხუთ დაკავებულს ბრალი წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით მოქალაქეებმა წარსულში წარმოქმნილი ფინანსური დავის მოგვარების მიზნით ქურდული სამყაოს წევრებს მიმართეს. ე.წ - ლი ქურდული გარჩევის შემდეგ კი ერთ - ერთ მოდავეს მეორე პირისთვის დაკისრებული თანხა გადაახდევინეს.
