ლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს
რობერტ ლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს. 2021-2022 წლების სეზონში პოლონელმა თავდამსხმელმა 35 გოლის გატანა მოახერხა და ტოპ 5 ლიგაში ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა. მან კილიან მბაპეს, ჩირო იმობილესა და კარი ბენზემას აჯობა. "ოქროს ბუცი" ყველაზე მეტჯერ - არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის აქვს მოგებული, რომელმაც აღნიშნული პრიზი 6-ჯერ ჩაიბარა, ხოლო მეორე ადგილზე 4 "ოქროს ბუცით" კრიშტიანუ რონალდუა. რაც შეეხება ლევანდოვსკის, პოლონელმა აღნიშნული ჯილდო წელს მეორედ მიიღო.