საოკუპაციო ძალები სამხრეთის ფრონტზე უკან იხევენ
საოკუპაციო ძალები სამხრეთის ფრონტზე უკან იხევენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. სერგეი შოიგუს განკარგულებით, ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას მდინარე დნეპრის მარცხენა მხარეს გადაიყვანენ, სადაც ოკუპანტები თავდაცვის ხაზს ამაგრებენ. ხერსონში განცდილი წარუმატებლობის ფონზე, იცვლება კრემლის რიტორიკაც. მოსკოვში აცხადებენ, რომ კიევთან მოლაპარაკების დასაწყებად მზად არიან.
სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
