ლევან დავითაშვილთან შეხვედრას, "ტვიტერზე" გამოეხმაურა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი
ლევან დავითაშვილთან შეხვედრას, "ტვიტერზე" გამოეხმაურა ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში , ოლივერ ვარჰეი. ,,შევხვდი საქართველოს ვიცეპრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რათა გვემსჯელა იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ საინვესტიციო პროექტები ენერგეტიკისა და ციფრული კავშირის სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.’’ - წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში.
