ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბელგიის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. დღეს დაგეგმილია ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტთან და ევროკომისრებთან შეხვედრები. ძირითადი განსახილველი საკითხებია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია .
