ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფება
ჩეხეთის პირველი დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტთან , ასევე გაეცნობა საოკუპაციო ზოლტან არსებულ ვითარებას. ქართული მხარე აცხადებს, რომ იან ლიპავსკის ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩეხეთის მხრიდან მორიგი მხარდაჭერაა.
