თბილისობა ვარშავაში
თბილისობა ვარშავაში - პოლონეთის დედაქალაქი სამი დღის განმავლობაში ქართული კულტურის საღამოებს მასპინძლობდა. ვარშავის ცენტრში აჟღერებულ თბილისურ ჰანგებს უამრავი მსმენელი ჰყავდა. ზეიმს ადგილობრივებთან და ტურისტებთან ერთად, ვარშავაში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ.
